კოლუმბიაში აფეთქებების სერიას ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა
კოლუმბიაში აფეთქებების სერიას ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა

კოლუმბიაში განხორციელებულ აფეთქებების სერიას ორი სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ შვიდი პირი.

ერთ-ერთი თავდასხმა ბოლივარის პროვინციაში, პოლიციის განყოფილების სიახლოვეს მოხდა, სადაც შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი სამართალდამცველი. მეორე აფეთქება კი ოთხი საათის ინტერვალით, სოლედადის დასახლებაში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ექვსი პირი, მათგან ხუთი სამართალდამცველია.

ანალოგიურ თავდასხმას შაბათს ბარანქუილაში ხუთი პოლიციელი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. პოლიციამ აღნიშნულ თავდასხმასთან კავშირში მყოფი ერთი პირი დააკავა.