კორონავირუსის პანდემიის გამო, კოლუმბიასა და ბოლივიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კოლუმბიაში რეგისტრირებულია ახალი კორონავირუსის 75 შემთხვევა. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა, ივან დუკემ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განაცხადა.
კოლუმბიის ლიდერმა ასევე 70 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო იზოლაციის რეკომენდაცია გასცა. საგანგებო ზომები 31 მაისამდე იმოქმედებს.
რაც შეეხება ბოლივიას, პრეზიდენტმა, ჟანინ ანიესმა საზღვრების ჩაკეტვისა და კომენდანტის საათის დაწესების განკარგულება გასცა. კომენდანტის საათი 31 მარტამდე გაგრძელდება.
ბოლივიაში ახალი კორონავირუსის 12 შემთხვევა არის გამოვლენილი.