კოლუმბიამ პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარა
კოლუმბიამ პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარა

კოლუმბიამ პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარა. გავრცელებული ცნობით, პალესტინის აღიარების გადაწყვეტილება გასულ კვირას ყოფილი პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოსის მთავრობამ მიიღო.

სამხრეთამერიკული სახელმწიფოს ახალი პრეზიდენტი, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება 17 ივნიის მოიპოვა, უფლებამოსილების შესრულებას 7 აგვისტოს შეუდგა.

ოფიციალური ბოგოტას გადაწყვეტილებას კოლუმბიაში ისრაელის საელჩომ „ერთგული მოკავშირისთვის სილის გაწვნა“ უწოდა.

კოლუმბიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა გადაწყვეტილების კრიტიკულ განხილვას გეგმავს.