კოლორადოში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
კოლორადოში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის კოლორადოს შტატში, ქალაქ ბოლდერის ერთ-ერთ სუპერმარკეტში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

აშშ-ის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის, კერი იამაგუჩის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ჰყავდა თუ არა თანამზრახველები დაკავებულს.

ამასთან, პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ეჭვმიტანილი დაშავებულია.

იამაგუჩის თქმით, თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ძიება იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა რაიმე კავშირი შეიარაღებულ პირსა და მაღაზიაში მყოფ ხალხს შორის.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.