კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, სუპერმარკეტში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა
კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, სუპერმარკეტში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის კოლორადოს შტატში, ქალაქ ბოლდერის ერთ-ერთ სუპერმარკეტში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ქალაქ ბოლდერის პოლიციელი, – ამის შესახებ ქალაქის პოლიციის უფროსმა, მარის ჰეროლდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოლიციის უფროსის თქმით, ის დებს პირობას, რომ მისი განყოფილება იმუშავებს რაც შეიძლება სწრაფად, რათა საზოგადოებისთვის მომხდარის შესახებ ფაქტები ცნობილი გახდეს.

კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერის სუპერმარკეტში რამდენიმე საათის წინ სროლა იყო. დაკავებულია ეჭვმიტანილი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.