კოლხეთი გავარდნის პირასაა | კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2
კოლხეთი გავარდნის პირასაა | კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში 32-ე ტური დასრულდა. ბოლო ორ შეხვედრას თელავმა და განმუხურმა უმასპინძლა და მოულოდნელი არაფერი მომხდარა.
 
„გივი ჩოხელი – არენაზე“ „თელავმა“ აუტაიდერი ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და დიდი ანგარისით დაამარცხა – 6:0. მასპინძლებმა სოლუდური უპირატესობა უკვე პირველ ტაიმში მოიპოვეს, მეორეში კიდევ ორი გაიტანეს და დამაჯერებალდ გაიმარკვეს. დუბლი შეასრულეს ირაკლი რუხაძემ (14, 44) და გიორგი ერისთავმა (32, 88), 1-1 გაიტანეს ალექსანდრე კოშკაძემ (23) და ფირუზ მარაქველიძემ(59).
განმუხურის ცენტრალურს სტადიონზე „ზუგდიდმა“ ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და პირველივე ტაიმში ბექა მახარაძისა (25) და ლუქმან გილმორის (30) გოლებით საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დააფიქსირა 2:0.
ამ გამარჯვებით, „თელავმა“ კონკურენტი „შევარდენი“ საგრძნობლად ჩამოიშორა, ხოლო „ზუგდიდმა“ „ცხინვალს“ გადაასწრო. ჯერ არც ლიგის გამარჯვებულია ცნობილი და არც გავარდნილის ვინაობა. თუმცა, ისაა გარკვეული, რომ „მერანი“ და „სამტრედია“ მინიმუმ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშებენ, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ პირდაპირი გზით ლიგაში ვეღარ დარჩება – კოლხები ადგილის შესანარჩუნებლად, უკეთეს შემთხვევაში, ლიგა3-ის გუნდს გადასასვლელ ოლეი ოფში შეხვდებიან.
კრისტალბეთლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი
1. მერანი თბ 78
2. სამტრედია 67
3. თელავი 54
4. შევარდენი 49
5. შუქურა 42
6. გაგრა 38
7. ზუგდიდი 34
8. ცხინვალი 31
9. გურია 28
10. კოლხეთი 21