კომპანია „კოკა-კოლა“ თაღლითური სქემის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „კოკა-კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას, გათამაშებას და ამ საკითხს ყურადღებით მოეკიდონ.
მათივე ცნობით, კიბერდანაშაულის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
„მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რათა მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია „კოკა-კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – აცხადებენ კომპანიაში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი საიტის ბმული, სადაც მოქალაქეებს სთავაზობენ გათამაშებაში მონაწილეობას და ამისთვის ბმულზე პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვენ.