კოდი გარბრენდტს კორონავირუსი დაუდასტურდა - ფიგუეირედოსთან სატიტულო ბრძოლა კვლავ ძალაშია
21 ნოემბერს UFC 256-ის ფარგლებში ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (flyweight) სატიტულო ბრძოლა უნდა შედგეს. ჩემპიონმა დეივესონ ფიგუეირედომ ტიტული პირველად კოდი გარბრენდტთან ბრძოლაში უნდა დაიცვას. როგორც დღეს, 4 აგვისტოს გახდა ცნობილი, გარბრენდტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AG Fight ავრცელებს. მიუხედავად ამისა, ბრძოლის თარიღი ჯერჯერობით არ შეცვლილა.
წყაროს ცნობით, კოდი თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი სიმპტომი, რაც გარბრენდტს გამოუვლინდა, თავის ტკივილია.
21 ნოემბერს ფიგუეირედოსა და გარბრენდტის ბრძოლის გარდა, კიდევ ერთი სატიტულო დაპირისპირებაა ჩანიშნული. ვალენტინა შევჩენკო ჯენიფერ მაიას შეხვდება.