კობიაშვილი და მუჯირი შვეიცარიაში გაემგზავრნენ - მონტროში უეფა-ს 45-ე კონგრესი დაიწყო #1TVSPORT
დღეს, უეფას 45-ე კონგრესი დაიწყო, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი მონტრო მასპინძლობს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ფედერაციის ხელმძღვანელები მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.
საქართველოს უეფა-ს კონგრესზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენენ. უეფა-ს კონგრესის დაწყებამდე, 19 აპრილს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ევროტურნირებზე 2024-2025 წლის სეზონიდან დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცეს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში გულშემატკივრების დასწრების კვოტირება იყო. ამ დრომდე არ არის დაზუსტებული თუ რა რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრება მატჩებს, რომლებიც ბილბაოში, მიუნხენსა და დუბლინში უნდა გაიმართოს. უეფა-ს გადაწყვეტილებით ახალი ფორმატით გაიმართება ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
დღესვე გაირკვა რამდენიმე ტურნირის მასპინძელი ქვეყანა:
17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი
2023 წელი – ესტონეთი
2024 წელი – შვედეთი
2025 წელი – ფარერის კუნძულები
19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი
2023 წელი – ბელგია
2024 წელი – ლიეტუვა
2025 წელი – ბელარუსი
17-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი
2023 წელი – უნგრეთი
2024 წელი – კვიპროსი
19-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი
2023 წელი – მალტა
2024 წელი – ჩრდილოეთ ირლანდია
2025 წელი – რუმინეთი
19-წლამდე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი
2022 წელი – ესპანეთი