კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება 
კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 80,930,728.28 ლარს შეადგენს. მშენებლობის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძე გაეცნო. კობი-გუდაურის საბაგირო დაახლოებით შვიდნახევარი კმ-ის სიგრძის იქნება.

გარდა იმისა, რომ მოთხილამურე გუდაურიდან კობის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს, ასევე უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზის პრობლემაც აღმოიფხვრება და მსურველები გუდაურში გადმოსვლას საბაგიროთი შეძლებენ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს მასზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.