გზის ჩაკეტვის გამო, კობი-გუდაურის საბაგირო ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
მთის კურორტების განვითარების კომპანიის გადაწყვეტილებით, საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, კობი-გუდაურის საბაგირო ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
„საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კობი-გუდაურის საბაგირო ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება“, – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.