კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.