კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ თოვისა და გაძნელებული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.