კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებულ ტურისტებს ღამის გასათევით უზრუნველყოფენ
კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებულ ტურისტებს ღამის გასათევით უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ დუშეთის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა განაცხადა.
ზვავსაშიშროების გამო, ტურისტები გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ. ადგილზე დაახლოებით 500-მდე ადამიანია, მათ დუშეთის მერია სასტუმროში დაბინავებას სთავაზობს.
„კობი-გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროებაა, ტექნიკა ვერ შედის და გზა ვერ იწმინდება. დაბა ჟინვალთან არიან მსუბუქი ავტომობილები გაჩერებული. მთავრობის მითითებით, მუნიციპალიტეტი, გუბერნია, საგანგებო სიტუაციების სამსახური და სასწრაფო მობილიზებულია. მივაწოდეთ ცხელი საჭმელები და ჩაი. ბავშვებსა და ქალებს ვუქირავეთ სასტუმრო“, – განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.