კობა ნაყოფია - ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ყველანაირ მანიპულაციაზე, მიზეზებს ეძებენ, ვითომ მიშას მდგომარეობა გამოწვეულია მოგონილი ოპერაციით
კობა ნაყოფია - ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ყველანაირ მანიპულაციაზე, მიზეზებს ეძებენ, ვითომ მიშას მდგომარეობა გამოწვეულია მოგონილი ოპერაციით

მიხეილ სააკაშვილმა ბოლო მანიპულაცია გაიკეთა დაახლოებით ექვსი წლის წინ, 2017 წლის დასაწყისში, როგორი დოკუმენტიც უნდა არსებობდეს, ეს დოკუმენტი არ არის 2021 წლის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას თქმით, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ყველანაირ მანიპულაციასთან დაკავშირებით.

„ეს იქნება, სულ მცირე, ხუთი-ექვსი წლის წინანდელი, არ დამალულა, კლინიკასაც, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ყველანაირ მანიპულაციასთან დაკავშირებით. ეს არის სიცრუე. მოვუწოდებ კომპეტენტურ ორგანოებს, გამოიძიონ, საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში. მიზანი ძალიან მარტივი აქვთ, გადაფარონ მისი წამების, მოწამვლის ფაქტები. ახლა მიზეზებს ეძებენ, ვითომ მიშას მდგომარეობა გამოწვეულია ჰიპოთეტური, მოგონილი ოპერაციით, რაც არის ტყუილი და სიცრუე“, – განაცხადა ნაყოფიამ.