კობა ნაყოფია - ვემზადებოდით, შევერთებოდით მანიფესტს, ამ დროს, გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე
კობა ნაყოფია - ვემზადებოდით, შევერთებოდით მანიფესტს, ამ დროს, გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე

ვემზადებოდით, შევერთებოდით მანიფესტს და იმედი მქონდა, მოხდებოდა გაერთიანება, ამ დროს, გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას თქმით, მას ვერავინ გამოიყენებს სხვა ადამიანის გაგდებისთვის, დაჩაგვრისა და დასჯისთვის.

„მე არ მიყვარს კონსპირაციების თეორიები, იმედია, და ვისურვებდი, რომ სააკაშვილს ეს დანართი არ ჰქონდეს ნანახი, რამაც ბევრ ადამიანში ბევრი კითხვა გააჩინა. ეს გახდა მიზეზი, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ ვაწერ. ზოგადად, ლეგიტიმურობის საკითხიც უცნაურად ამოტივტივებულ საკითხად მეჩვენება. არავინ აყენებს ეჭვქვეშ დოკუმენტს, რომელიც წარდგენილ იქნა იუსტიციის სამინისტროში. ყრილობას აქვს უფლება, გადაირჩიოს პოლიტიკური საბჭო. საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რამდენად სწორი იყო. წარმოიდგინეთ, პოლიტსაბჭოს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო მარტში და  უეცრად, გაუგებრად და დამსწრეებმაც რომ არ იცოდნენ, ორასკაციან ყრილობაზე, ათიათასიან ყრილობაზე არჩეული წევრები ისე გააგდეს, ვერავინ გაიგო. როგორი ადამიანები გააგდეს? ღვაწლმოსილი, მებრძოლი, გაუტეხელი, გულანთებული ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამხელა წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და გაუფრთხილებლად ისე გამოყარეს, რომ მედიის მეშვეობით გაიგეს მეორე დღეს.

სანამ ერთი ადამიანიც კი დარჩება გულნატკენი და ჩათვლის, რომ მისი ღირსება არის შელახული ან დაჩაგრულია, არასამართლიანად მოექცნენ, მე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და როგორც პოლიტსაბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, რა უფლება მაქვს ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერო ხელი, სადაც გვაგრძნობინებენ, რომ მე ვეთანხმები, რომ ლეგიტიმურად ყოფილა ეს ხალხი გაგდებული. მანიფესტში საუბარია, რომ ერთიანი ფრონტი უნდა გავუშალოთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. სადაც გაერთიანებისკენ არის მოწოდება და „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობაზე სადაც არის საუბარი, ის ნაწილი არავისში კითხვას არ ბადებს, კარგია და მივესალმებით. ზოგადად, მე ველოდებოდი, რომ დანართის ნაწილი საერთოდ არ იქნებოდა მანიფესტში, ვიწრო პარტიულ თემებს არ შეეხებოდა, ასე მინდოდა, ყოფილიყო. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის პოსტი, სადაც მან მოსაწვევი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეს მანიფესტი იქნება ყველასთვის, არ იქნება ვიწრო პარტიული და ეს მოლოდინი გვქონდა ყველას. ვემზადებოდით, შევერთებოდით ამ მანიფესტს და დიდი იმედი მქონდა, რომ მოხდებოდა გაერთიანება. ამ დროს გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე მე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე. კობა ნაყოფიას ვერასდროს ვერავინ გამოიყენებს სხვა ადამიანის გაგდებისთვის, დაჩაგვრისთვის და დასჯისთვის. ეს არის გამორიცხული, არ გამიკეთებია არასდროს და არ გავაკეთებ. ამ პრინციპს არასდროს ვუღალატებ. დოკუმენტზე არ მაქვს ცხოვრებაში ხელი მოწერილი, სადაც შეიძლება, ხელის მოწერით სხვა ადამიანს მიადგეს ზიანი ან იმ ადამიანს ეტკინოს გული. მეორე საოცრება მოვისმინე, ახალი ამბავია რაღაც თვითგარიცხვა პარტიიდან“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.