კობა ნაყოფია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის აზრთა სხვადასხვაობა, ვერავინ მოესწრება დაპირისპირებას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიაში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობა, რაც ჯანსაღი პროცესია.
„დაპირისპირებას ვერავინ მოესწრება. დაპირისპირება არ არის ეს, ეს არის აზრთა სხვადასხვაობა, და კამათი ნორმალურია, ჯანსაღია. არავის დაუტოვებია „ნაციონალური მოძრაობა“. მოგვარდება, მოგვარდება აუცილებლად“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
კითხვაზე, როგორ ხედავს პარტიაში არსებული პრობლემის მოგვარებას, კობა ნაყოფია პასუხობს, რომ „მარტივია, პოლიტიკოსები დასხდებიან და მოილაპარაკებენ“.