კობა ნაყოფია - მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნები ცნობილია, ველოდებით ხელისუფლებისგან თანმხვედრ ნაბიჯებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანის კობა ნაყოფიას განცხადებით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.
თუმცა, მისივე თქმით, ახლა ბურთი არის ხელისუფლების მხარეს და სწორედ მათგან ელოდებიან თანმხვედრ ნაბიჯებს.
„ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ ჩაშალოს მოლაპარაკების პროცესი, მოლაპარაკების პროცესს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნები ცნობილია ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. არსებობს 6-პუნქტიანი გეგმა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გეგმაა, კარგად იციან, წაკითხული აქვთ, იციან, რა უნდა გააკეთონ და ველოდებით მათგან თანმხვედრ ნაბიჯებს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.