კობა ნაყოფია - ლევან ბეჟაშვილმა პრაქტიკულად გვითხრა, რომ მანიფესტი დაიწერა სამი ადამიანის გამო, ნიკა მელიას, ნუგზარ წიკლაურის და ბაჩო დოლიძის წინააღმდეგ ვერ ვიქნები გამოყენებული
კობა ნაყოფია - ლევან ბეჟაშვილმა პრაქტიკულად გვითხრა, რომ მანიფესტი დაიწერა სამი ადამიანის გამო, ნიკა მელიას, ნუგზარ წიკლაურის და ბაჩო დოლიძის წინააღმდეგ ვერ ვიქნები გამოყენებული

ლევან ბეჟაშვილმა პრაქტიკულად გვითხრა, რომ მანიფესტი დაიწერა სამი ადამიანის გამო, ნიკა მელიას, ნუგზარ წიკლაურის და ბაჩო დოლიძის წინააღმდეგ ვერ ვიქნები გამოყენებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

კობა ნაყოფიას თქმით, ვერცერთი კაცის პარტიიდან გაშვებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

„მე ვარ კიევში, თუმცა დღეს თბილისში რომ ვყოფილიყავი, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ღონისძიებაზე ნამდვილად არ მივიდოდი. მე მაქვს განსხვავებული მოსაზრებები ამ მანიფესტთან დაკავშირებით. მართლა გაოცებული ვარ დღევანდელი საღამოთი. ლევან ბეჟაშვილმა პრაქტიკულად გვითხრა, რომ ეს მანიფესტი გაკეთდა ერთი-ორი ადამიანის გამო. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გვითხრა პირდაპირ ეთერში, თურმე ეს მანიფესტი მიღებული იქნა იმისთვის, რომ ნიკა მელიამ, ბაჩო დოლიძემ და ნუგზარ წიკლაურმა დატოვონ პარტია. დღეს ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ ერთობაზე?! როგორ შეესაბამება ერთმანეთს მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და ლევან ბეჟაშვილის დღევანდელი განცხადება. როგორ თანხვედრაში შეიძლება, ეს ორი მოვლენა იყოს. ამიტომ, რომ ვიცოდი, რაც ბეჟაშვილმა თქვა, რომ განწყობა, ეს მანიფესტი ზუსტად ასე იქნებოდა შეფუთული ვიღაცის წინააღმდეგ, მე ვერ ვიქნები გამოყენებული ინსტრუმენტად ვიღაცის წინააღმდეგ, დიდი ბოდიში. ვერც ნიკა მელიას წინააღმდეგ ვიქნები გამოყენებული, ვერც ნუგზარ წიკლაურის, ვერც ბაჩო დოლიძის, ვერც ლევან ხაბეიშვილის მიმართ და ასე შემდეგ.

თვითონ ლევან ბეჟაშვილმა მითხრა ამ საღამოს, რომ ეს მანიფესტი, მთლიანად დღევანდელი ღონისძიება, ამხელა ამბავი, 20 წლისთავი კაცმა დაიყვანა იქამდე, რომ ეს გაკეთდა იმისთვის, რათა ეს სამი კაცი გავუშვათო. მიუღებელია. მე ვერ მივიღებ მონაწილეობას ვერცერთი კაცის პარტიიდან გაშვებაში. ლევან ბეჟაშვილის საუბარი არ ემსახურებოდა ერთიანობას და ჩემი საუბარი დღესაც ემსახურება პარტიის ერთიანობას“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ „მთავარი არხის“ ეთერში.