კობა ნარჩემაშვილი - სააკაშვილი რამენაირად საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის უახლოეს პერიოდში აქტუალური არ იქნება.
პირველ არხთან საუბარში კობა ნარჩემაშვილი უკრაინაში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს.
„ასეთი მოქმედება უკრაინის გადაწყვეტილებაა. ჩვენს მიერ ყველა სამართლებრივი ნორმა დაკმაყოფილებულია, როგორც ექსტრადირების მოთხოვნის, ასევე, შიდა სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით.
სააკაშვილი რამენაირად საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის უახლოეს პერიოდში აქტუალური იქნება“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.