კობა კობალაძის მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყოფილი სამხედროების მიმართვა მართული პროპაგანდის ნაწილია
კობა კობალაძის მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყოფილი სამხედროების მიმართვა მართული პროპაგანდის ნაწილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა კობალაძის მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყოფილი სამხედროების მიმართვა მართული პროპაგანდის ნაწილია.

კობა კობალაძე აღნიშნავს, რომ სამხედროები მუნდირის მატარებლები არიან და ქვეყნის წინაშე იმაზე მეტი ვალდებულება აქვთ, ვიდრე რომელიმე პარტიის კუთვნილებაა.

„ეს მათი ღირსება და ცხოვრების ნაწილია. თავის დროზე გებელსი იძახდა, რომ მასმედია არ უნდა იყოს, სამართლიანი მასმედია ეფექტური უნდა იყოს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული მასმედიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ აქცენტი ეფექტურობაზე უფრო გააკეთონ, ვიდრე სამართლიანობაზე. სამხედრო პირები თავის სამშობლოსა და ერს ემსახურებიან, პარტიული კუთვნილების მატარებელი არ არიან. ყველა ადამიანს აზრის გამოხატვის უფლება აქვს, მაგრამ როცა სამაჩაბლოს გამწარებული მოსახლეობის წინ, ზღუდესა და სამართალდამცავებს შორის ქართველი მამაკაცები შიშვლდებიან, ამაზრზენია. როცა გარკვეული რანგის ყოფილ თუ ემიგრაციაში მყოფ სამხედროებს ამაზე პოზიცია არ გააჩნიათ და ამ დროს საპრეზიდენტო კანდიდატს მოიხსენებენ, ემუქრებიან, ესეც ამაზრზენია. სამხედრო პირს ყველაზე დიდი და მადლიანი საქმე აქვს, რაც ერისა და ქვეყნის სამსახურია”, – აღნიშნავს კობალაძე.

დეპუტატის თქმით, მოქმედი სამხედროები ერისა და ქვეყნის ერთგულებაში არიან.

„ეფექტურობაზე გათვლილი თითო სახის ძებნა, რომლებიც კონტინეტს იქიდან, საზღვარგარეთიდან მოგვიწოდებენ, კიდევ ერთი დასტურია, რომ წინა ხელისუფლების დროს ძალოვანები პოლიტიკური შემადგენლით შეპყრობილები იყვნენ და პოლიტიკური მოწოდებების სივრციდან ვერ გამოვიდნენ”, – დასძინა კობალაძემ.