საქართველოს კვლავ პუტინის მარიონეტები მართავენ, ეს უნდა დავასრულოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ხაბაზმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 33 წლის წინ საქართველოს რუსეთის მიერ დანიშნული მარიონეტები მართავდნენ და სიტუაცია დღესაც არ შეცვლილა.
„ჩვენ ერთად დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს. 33 წლის წინ ვიდექი აქ, ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა მიტინგზე და სხვანაირად არ შემეძლო, რადგან მაშინ რუსეთის მიერ დანიშნული მარიონეტები მართავდნენ საქართველოს. დღეს ვდგავარ აქ და ისევ არ შემიძლია სხვანაირად იმიტომ, რომ საქართველოს კვლავ პუტინის მარიონეტები მართავენ. ეს უნდა დავასრულოთ. თავისუფლებას არ აქვს ალტერნატივა. 26-ში ყველა ერთად საქართველოსთვის სწორდით“, – განაცხადა კობა ხაბაზმა.