კობა ხაბაზი - იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა, რაღაცნაირად იწმინდები ავისა და ბოროტისგან
კობა ხაბაზი - იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა, რაღაცნაირად იწმინდები ავისა და ბოროტისგან

იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა, არა თუ ავკაცობა, პირიქით, რაღაცნაირად იწმინდები ავისა და ბოროტისგან, სულის სიმტკიცესა და სიძლიერეს გრძნობ, იცი რა, რომ მიზანი ნათელია, შენც რაღაცნაირად ამაღლებული ხდები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

„როდესაც ვშიმშილობ, ყოველთვის ფრანსუა ვიიონის „მცირე ანდერძიდან“ ერთი ფრაგმენტი მახსენდება: „შიმშილს გამოჰყავს ნადირი ტყიდან, კაცს საავკაცოდ შიმშილი გზავნის“. მაგრამ იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა, არა თუ ავკაცობა, პირიქით, რაღაცნაირად იწმინდები ავისა და ბოროტისგან, სულის სიმტკიცესა და სიძლიერეს გრძნობ, იცი რა, რომ მიზანი ნათელია, შენც რაღაცნაირად ამაღლებული ხდები.

აქ საოცარი განწყობა, სიმტკიცე, სიყვარული და ნების სიძლიერე ერთმანეთშია აზელილი, თითოეული მოშიმშილე საოცარ სინათლეს ასხივებს! თანამებრძოლებო, მიყვარხართ და უდიდეს პატივს გცემთ“, – წერს კობა ხაბაზი.