კობა გვენეტაძე - საქართველოში დაკრედიტების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით მაღალი იყო
საქართველოში დაკრედიტების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, სადაც მოხსენებას საბანკო რეგულაციებთან დაკაშირებით წარადგენს.
მისი განცხადებით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებაში 15 პროცენტიდან 40 პროცენტამდე გაიზარდა.
„ჩვენნაირი ეკონომიკისთვის 40 პროცენტი უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, დაკრედიტების ზრდის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო. კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის მანძილზე, საშუალოდ, წლიურად 20 პროცენტზე მაღალზე ფიქსრიდებოდა. თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევდა მძიმე პრობლემებს, როგორც მსესხებლებისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის და მთლიანად ეკონომიკისათვის. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი, სწორედ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.