კობა გვენეტაძე - როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე იწყებს მოქმედებას, ამას უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც
როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე იწყებს მოქმედებას, ამას უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს გააგრძელებს.
„როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე იწყებს მოქმედებას, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე მისაუბრია კიდეც, რომ შესაძლებელია იყოს პერიოდი, როდესაც გაუფასურდება გაცვლითი კურსი. მაგალითად, მოგეხსენებათ, რომ 2014-2015 წლებში გაუფასურდა კურსი, მაგრამ ინფლაცია დაახლოებით 2.8 პროცენტი იყო, ანუ მნიშვნელობა აქვს არა ერთი ვალუტის მიმართ გაუფასურებას, არამედ ნომინალურ ეფექტურს, ანუ სხვა შეწონილ გაცვლით კურსს. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია, ეს არის იგივე, რაც მეც თავად ვთქვი, რომ მაშინ როდესაც გაცვლითი კურსიდან იწყება გადაცემა ინფლაციაზე, ამ შემთხვევაში უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც. მოგეხსენებათ, ინტერვენციები გავაკეთეთ და წელსაც ვაგრძელებთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.