პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, კობა გვენეტაძემ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, გვაქვს ჯანსაღი კამათი მთავრობასთან”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ არ დაფიქსირდა უწყების მკაცრი პოზიცია აქციზის გაზრდის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების გამო. გვენეტაძემ კი აღნიშნა, რომ ამაზე ბანკმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ მოსალოდნელი იყო ინფლაციის გაზრდა.
ხათუნა გოგორიშვილის რეპლიკის შემდეგ, რომ კონსულტაციები მთავრობასთან “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს, გვენეტაძემ დასძინა, რომ “არა მხოლოდ ოცნების ოფისში”
დღესვე, სხდომაზე გამოსვლისას, სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.