კობა გვენეტაძე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული საკითხი, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული საკითხი, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები. ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
გვენეტაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და წლის ბოლომდე საბოლოო ვერსია იქნება მიღებული.
„კანონი არის შესული პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენებიც იყო. ერთი საკითხი, რაც თავად სექტორის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული არის ის, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, რადგან მოგეხსენებათ, რეგულარიზაციის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამავე დროს, მიკროსაფინანო ბანკებს ამ კანონპროექტის მიხედვით შედარებით უფრო რბილი ზედამხედველობა აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, რომლებიც დღეს არსებობენ. ამ და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნამდვილად არ იქნება კარგი თუ ამის საშუალება მიეცემათ. დანარჩენი განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მიღებული იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.