კობა გვენეტაძე - ლირის გაუფასურება სხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებით ბალანსდება, ასევე, საგარეო სექტორმა დაიწყო აღდგენა
კობა გვენეტაძე - ლირის გაუფასურება სხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებით ბალანსდება, ასევე, საგარეო სექტორმა დაიწყო აღდგენა

ლარის გაცვლითი კურსი ბოლო თვეების განმავლობაში არის სტაბილური, რადგან სწორედ სხვა ქვეყნების ვალუტების გამყარებამ დააბალანსა ლირის გაუფასურება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძის განმარტებით, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ყოველთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით, თუმცა ამჟამად ლირის გაუფასურება სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებით ბალანსდება.

„თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით. თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ლირის გაუფასურება სხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებით ბალანსდება. მართლაც ჩვენ რომ შევხედოთ ლარის ეფექტურ გაცვლით კურსს, ბოლო თვეების განმავლობაში არის სტაბილური, რადგანაც სწორედ სხვა ქვეყნების ვალუტების გამყარებამ დააბალანსა ლირის გაუფასურება.

გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ საგარეო სექტორმა დაიწყო აღდგენა. მართალია, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც აღდგენა დაწყებულია. მიმდინარე ბალანსი წელს ეტაპობრივად გუმჯობესდება, რაც ასევე დაეხმარება ლარის გაცვლით კურსს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.