კობა გვენეტაძე - ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია
კობა გვენეტაძე - ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მაისში ფულადი გზავნილების დინამიკას დამაიმედებელს უწოდებს და განმარტავს, რომ არსებული დინამიკა დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია: თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფით მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე“, – განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.