კობა დავითაშვილი - არ გვინდა, ჩვენს შვილებს ლგბტქ აქტივისტები ასწავლიდნენ ცხოვრების წესს
მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კობა დავითაშვილმა 17 მაისთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართა. მან ლგბტქ თემთან დაკავშირებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა.
„ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან მარტივი, არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა, არავის დაზიანება არ გვინდა, უბრალოდ, ვითხოვთ, დაანებონ თავი ჩვენს შვილებს. არ გვინდა, ჩვენს შვილებს, სკოლებში, ბაღებში თუ საზაფხულო ბანაკებში, ლგბტქ აქტივისტები ასწავლიდნენ ცხოვრების წესს.
მიგვაჩნია, რომ ეს ბრძოლა უნდა გახდეს პოლიტიკური, გადავიდეს არჩევნებში. ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი პუნქტებია, აიკრძალოს სექსუალური განათლების მიცემა სკოლებში და ნებისმიერ ადგილზე, ასევე მიუღებელია საკუთარი სექსუალური ცხოვრების წესის დემონსტრირება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-11 მუხლი საშუალებას გვაძლევს, შევზღუდოთ შეკრების თავისუფლება და ისეთი აქციები, რომლებიც ვნებათაღელვას იწვევს, დაპირისპირებას უნდა შეიზღუდოს. ამ ორი კანონით ვაპირებ, მივმართო პარლამენტს“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.