კოალიციური მთავრობის ფორმირების მცდელობამ გერმანიაში უშედეგოდ ჩაიარა
კოალიციური მთავრობის ფორმირების მცდელობამ გერმანიაში უშედეგოდ ჩაიარა. კოალიციის ერთ-ერთი სავარაუდო პარტნიორი მოლაპარაკებებს მოულოდნელად გამოეთიშა და გერმანია პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო.
გერმანიის კანცლერმა, რომლის კონსერვატორული პარტიის პოზიციები მკვეთრად შესუსტებულია და ეს ბოლო არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, განაცხადა, რომ კოალიციის ფორმირება ვერ შეძლო და შექმნილი ვითარების შესახებ ის გერმანიის პრეზიდენტის ინფორმირებას აპირებს.
გერმანიაში პოლიტიკური მოვლენები ორგვარად შეიძლება განვითარდეს. ორივე ვერსია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ერაში უპრეცედენტოა.
ერთ შემთხვევაში მერკელი მთავრობაში უმცირესობით რჩება მწვანეთა პარტიასთან შექმნილი კოალიციით, ან პრეზიდენტი განმეორებით არჩევნებს დანიშნავს, რადგან პარტიებმა მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს.
სამი პარტია – „ქრისტიან-დემოკრატები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „მწვანეთა პარტია“ ოთხ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა გადაელახა განსხვავებული შეხედულებები იმიგრაციის, კლიმატის, ეკოლოგიისა და საგადასახადო სისტემის შესახებ.