„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ ოფიციალურად შეუერთდნენ
„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ დღეიდან ოფიციალურად შეუერთდნენ.
როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხი ნომრით პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოიტანს.
„მიხარია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით ვდგავარ აქ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთა ბრძოლაც, უშიშრობაც ნანახი აქვს მთელ საქართველოს. მაქვს პატივი, ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა იმედიც მექნება ყოველთვის, წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ. მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ისმის საზოგადოებაში, როგორ უნდა მართოს ქვეყანა ოპოზიციამ, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას 26 ოქტომბერს? ამაზე პასუხი მარტივია – პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც კოალიცია 4-ს სურს, მოიტანოს“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.