„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ძირითადი კითხვა იყო, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ძირითადი კითხვა იყო, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ყველაფერზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„მათი ძირითადი კითხვა იყო, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას, რამდენად არიან ჩართულები ხმების დაცვაში და როგორ შეიძლება, დაეხმარონ პროცესს. ცხადია, ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია ყველაფერზე, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი“, – აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.