„კლივლენდი“ მიმდინარე სეზონში მესამედ დამარცხდა
„კლივლენდი“ მიმდინარე სეზონში მესამედ დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა.

ვიცე ჩემპიონი „კლივლენდი” სტუმრად „ნიუ ორლეანს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან დიდი ანგარიშით 123-101 დამარცხდა. „კავალიერსში” საუკეთესო კევინ ლავი იყო, რომელმაც 23 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 18 ქულაა.

„პელიკანსის” რიგებში 20 ქულაზე მეტი ერთდროულად 4-მა კალათბურთელმა დააგროვა. დემარკუს კაზენსის ანგარიშზე სამმაგი დუბლია. ორლეანის ცენტრმა 29 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი ჩაიწერა აქტივში. ენტონი დევისმა 30 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, ჰოლიდეიმ 29, მურმა კი 24 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს.