კლინიკა „თიმის“ კიდევ ერთ თანამშრომელს, ასევე ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
კლინიკა „თიმის“ კიდევ ერთ თანამშრომელს, ასევე ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

კლინიკა „თიმის“ კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, ინფიცირებულია აღნიშნული კლინიკის ორი პაციენტიც.

კლინიკის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის თქმით, არ არის დადგენილი, კონკრეტულად კლინიკის რომელი თანამშრომლისგან გადაედოთ კორონავირუსი პაციენტებს.

ასევე, კაჭახიძის ინფორმაციით, ხვალისთვის ელოდებიან 12-მდე ტესტის პასუხს. მათ შორის არიან როგორც პაციენტები, ასევე კლინიკის პერსონალი.

ამ დროისთვის კლინიკას სულ შვიდი ინფიცირებული თანამშრომელი ჰყავს.