კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება - აჭარაში ვირუსი 67-მა პაციენტმა დაამარცხა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი ინფორმაციით, 14 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით აჭარაში გამოვლენილი ინფიცირების 71 შემთხვევიდან, 67-მა პირმა უკვე დაამარცხა კორონავირუსი, ორი პაციენტი რჩება კლინიკა „მედალფაში“, ორი კი გარდაიცვალა.
კლინიკა „მედალფა“ გუშინ კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. დარჩენილი ორი პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია.
ინფიცირების ყველაზე მეტი – 36 შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.
კლასტერი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დახურულად გამოაცხადა.