კლიმატის დასაცავად მკაცრი კანონების შემოღების მოთხოვნით, ბერლინში 20 ათასამდე ადამიანმა აქცია გამართა
კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გერმანიაში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა კლიმატის დაცვისთვის უფრო მკაცრი კანონების შემოღება და სოციალური ცვლილებები მოითხოვეს.
ბერლინში გამართულ აქციაზე, დემონსტრანტებმა თქვეს, რომ ეკონომიკა და მისი ფუნქციონირების წესი უნდა შეიცვალოს, რათა შეიქმნას შესაძლებლობა, რომ რეალური ცვლილება მოხდეს გარემოს მიმართ.
გერმანიის მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისში შეცვალა კლიმატის დაცვის კანონი, თუმცა ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ცვლილება არ ახდენს საკმარის ზეწოლას სატრანსპორტო სექტორზე.