კლიმატის ცვლილების გამო, ნორვეგიის მყინვარებში, ათასობით ვიკინგებამდელი არტეფაქტი გამოჩნდა
კლიმატის ცვლილების გამო, ნორვეგიის მყინვარებში, ათასობით ვიკინგებამდელი არტეფაქტი გამოჩნდა

პლანეტის გათბობის ერთ-ერთი შედეგია მყინვარების დნობა. ნორვეგიის უმაღლეს მწვერვალთა ყინულის ფენებთან მუშაობისას, არქეოლოგებმა არტეფაქტების ნამდვილი საგანძური იპოვეს, რომელიც ძვ. წ. 4000 წლით თარიღდება.

მათ შორის არის ტანსაცმელი, საბრძოლო აღჭურვილობა, უძველესი თხილამურები და 2000-ზე მეტი რელიკვია; ყველა მათგანი ოპლანდის საგრაფოში, იუტენჰაიმენის მთიან რეგიონში აღმოაჩინეს. ასევე იპოვეს ცხენების ბრწყინვალედ შენახული ჩონჩხები.

კვლევის პროცესში, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი არტეფაქტებს ნახშირბადული მეთოდით ათარიღებს, რათა გაარკვიონ თუ როგორი ხასიათი ჰქონდა ნადირობასა და ვაჭრობას ამ ყინულოვან მთებში მოხეტიალე უძველეს საზოგადოებებში; შედეგად, ნათელი ხდება ბრინჯაოსა და ქვის ხანის ზოგიერთი საინტერესო ტენდენცია.

„ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელი, რომელმაც მართლა გაგვაოცა, იყო შესაძლო მზარდი აქტივობა პერიოდში, რომელსაც პატარა გამყინვარების ხანის გვიანდელ ანტიკურ პერიოდს უწოდებენ“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეიმს ბარეტი.

ეს გახლავთ დაბალი ტემპერატურის პერიოდი, რომელიც ახ. წ. 536-660 წლებში გრძელდებოდა, როცა სავარაუდოდ, არ იყო მოსავლიანობა და მცირდებოდა მოსახლეობის რიცხვი. თუმცა, შემცირება არ შემიჩნევა ამ პერიდის კუთვნილ აღმოჩენილ ნივთებს შორის, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნადირობა და ვაჭრობა ამ შორეულ მთებშიც კი, მაინც აქტიურად გრძელდებოდა.

„აღმოვაჩინეთ VIII-X საუკუნეების პერიოდის განსაკუთრებით დიდი ოდენობით არტეფაქტი, რაც სავარაუდოდ, მიუთითებს მოსახლეობის ზრდაზე, ვაჭრობაზე და მოძრაობაზე — მათ შორის უღელტეხილების გამოყენებაზე“, — ამბობს ბარეტი.

ეს პერიოდი, ვიკინგების ხანამდე ცოტა ხნით ადრე და შემდეგ, უშუალოდ მათ პერიოდში, გამოირჩეოდა სკანდინავიიდან ექსპანსიით, ზოგადი გადინებით. უფრო მეტი დასახლება ნიშნავდა იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს სჭირდებოდა ირმის რქები და ბეწვეული. რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად ნადირობდნენ ჩრდილოეთის ირემზე, რომლებიც აბეზარი მწერებისგან თავის დასაღწევად სულ უფრო მაღლა ადიოდნენ საცხოვრებლად. ამ ყველაფრის კვალდაკვალ, მონადირეებიც უფრო ამბიცური ხდებოდნენ.

არქეოლოგთა თქმით, სხვა პერიოდებისთვის, მაგალითად XI საუკუნიდან, აღმოჩენათა ოდენობა იკლებს. მსგავსი ვარდნა შეიძლება აიხსნას სოფლის მეურნეობის მეთოდების გაუმჯობესებით, კლიმატის პირობების გაუარესებით, ანდაც შავი ჭირის გავრცელებით (მაგალითად XIV საუკუნის შემთხვევაში).

აქედან გამომდინარე, რელიკვიების გალხვობა წარსულში ჩახედვის უნიკალურ შანსს გვაძლევს. რომ არა არტეფაქტების გაყინვა, ისინი დიდი ხნის წინ დაიკარგებოდა.

მყინვარის არქეოლოგთა ეს ჯგუფი ყინულებისგან გამოთავისუფლებულ არტეფაქტთა მაქსიმალურად შეგროვებასა და შენარჩუნებას ცდილობს, რადგან შემდეგმა გარემო პირობებმა შესაძლოა, ისინი გაანდგუროს. დაშლის საფრთხე განსაკუთრებით ემუქრება ტანსაცმელსა და ქსოვილებს.

სწორედ ამიტომ, საჭიროა საველე სამუშაოებს სისტემატიური ხასიათი მიეცეს, რათა არტეფაქტები ყინულის გადნობისთანევა იპოვონ.

„საველე სამუშაოები მართლაც რთულია — მთებზე ცოცვა მთელი ჩვენი აღჭურვილობით, ხანდახან კი ყინულებზე დაბანაკება. თუმცე, ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირს“, — უთხრა ბარეტმა გამოცემა Ars Technica-ს.

ჩატარებული სამუშაოების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ არექოლოგთა ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ 2016 წლის ვიდეოში.

კვლევა ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია cam.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით