კლერ მუდი - საქართველო ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულებით რეგიონში ვარსკვლავია
კლერ მუდი - საქართველო ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულებით რეგიონში ვარსკვლავია

საქართველო არის მოწინავე სახელმწიფო, ის ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულებით რეგიონში ვარსკვლავია, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანას ევროპული მომავალი აქვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ განაცხადა.

მან საქართველოს შესახებ ანგარიშისთვის მომხსენებელ ანდრეს მამიკინსს მადლობა გადაუხადა.

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია და კარგად გვაჩვენებს, რა გაკეთდა ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. ჩვენ მივესალმებით რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს. მივესალმებით იმ საერთო მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპულ ორიენტაციასთან მიმართებით. ანგარიშში საუბარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ამ საკითხზე ყოველთვის ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კლერ მუდიმ.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.