„გოლდენ სტეიტის“ შემტევმა მცველმა კლეი ტომპსონმა „საკრამენტოსთან“ წინასასეზონო მატჩის პირველ მეოთხედში მაღალი შედეგიანობა აჩვენა.
ტომპსონმა პირველი თორმეტწუთეული 19 ქულით დაასრულა, იმ დროს, როცა „საკრამენტოს“ ყველა კალათბურთელმა ერთად 18 ქულა აიღო.
შეხვედრა „გოლდენ სტეიტმა“ მოიგო – 124:94. ტომპსონი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. მან დაპირისპირება 30 ქულით დაასრულა. მასვე ოთხი მოხსნა, სამი შედეგიანი პასი და ერთი ჩაჭრა ჰქონდა.
5 ოქტომბრის წინასასეზონო მატჩების ანგარიშები –
დალასი-ფილადელფია 114:120 (35:26, 27:38, 23:28, 29:28)
ტორონტო-მელბურნი 120:82 (23:17, 34:22, 44:19, 19:24)
ორლანდო-ფლამენგო 119:82 (31:16, 36:27, 26:20, 26:19)
ვაშინგტონი-მაიამი 121:114 (26:28, 25:31, 38:25, 32:30)
ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 106:100 (32:29, 30:28, 31:24, 13:19)
მინესოტა-ოკლაჰომა 101:113 (20:31, 29:32, 24:26, 28:24)
მემფისი-ატლანტა 120:110 (34:26, 29:28, 35:20, 22:36)
სან ანტონიო-დეტროიტი 117:91 (37:22, 24:27, 25:19, 31:23)
დენვერი-პერტი 96:88 (27:16, 24:25, 24:29, 21:18)
იუტა-ადელაიდა 129:99 (28:31, 38:23, 28:32, 35:13)
ფინიქსი-პორტლენდი 93:115 (18:30, 24:21, 15:35, 36:29)
გოლდენ სტეიტი-საკრამენტო 122:94 (39:18, 35:26, 28:25, 20:25)