კლაუს იოჰანისი - მტკიცედ ვგმობ ბოლოდროინდელ რუსულ თავდასხმებს დუნაიზე, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ეს ქმნის სერიოზულ რისკებს უსაფრთხოებისთვის შავ ზღვაში
კლაუს იოჰანისი - მტკიცედ ვგმობ ბოლოდროინდელ რუსულ თავდასხმებს დუნაიზე, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ეს ქმნის სერიოზულ რისკებს უსაფრთხოებისთვის შავ ზღვაში

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის ქალაქ რენიზე, რომელიც რუმინეთის საზღვართან მდებარეობს.

როგორც იოჰანისი აღნიშნავს, რომ ასეთი ესკალაცია შავ ზღვაში ქმნის სერიოზულ რისკებს უსაფრთხოებისთვის.

„მტკიცედ ვგმობ ბოლოდროინდელ რუსულ თავდასხმებს დუნაიზე, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძალიან ახლოს რუმინეთთან. ეს ბოლოდროინდელი ესკალაცია ქმნის სერიოზულ რისკებს უსაფრთხოებისთვის შავ ზღვაში. ის ასევე გავლენას ახდენს უკრაინული მარცვლეულის შემდგომ ტრანზიტზე და ამგვარად, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე“, – წერს კლაუს იოჰანისი „ტვიტერში“.

24 ივლისის ღამით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში, მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში.