კლაუს იოჰანესი - შავი ზღვის რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტები დესტაბილიზაციის წყაროა
რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანესის თქმით, შავი ზღვის რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტები დესტაბილიზაციის სერიოზულ წყაროს წარმოადგენს.
ამის შესახებ იოჰანესმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში კვლავ ვხედავთ წინასწარ განზრახვით ჩადენილ ქმედებებს, რაც უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული. შავი ზღვის რეგიონში გადაუწყვეტელი კონფლიქტები, იმ რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რჩება დესტაბილიზაციის სერიოზულ წყაროდ, აფერხებენ რეგიონულ თანამშრომლობას და საერთაშორისო უსაფრთხოებას ემუქრებიან. რიგი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების სამხედროების უნებართვოდ ყოფნა, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, აგრესიული ჟესტები, ძალის გამოყენების მუქარა და ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენება, რისი მიზანიც სხვა ქვეყნების შიდა სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაა, არის შემაშფოთებელი და ყველამ უნდა უარყოს“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.