კლაუს იოჰანესი - რუმინეთი მზად არის, გააგრძელოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერა მათ ევროპულ გზაზე
კლაუს იოჰანესი - რუმინეთი მზად არის, გააგრძელოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერა მათ ევროპულ გზაზე

ისტორიული მიღწევაა დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, ასევე მივანიჭეთ ევროპული პერსპექტივა საქართველოს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანესი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კლაუს იოჰანესი აღნიშნავს, რუმინეთი მზად არის, გააგრძელოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერა მათ ევროპულ გზაზე.

„მივაღწიეთ ამ ღირსშესანიშნავ გადაწყვეტილებას რუმინეთის მხარდაჭერით. ასევე მივანიჭეთ ევროპული პერსპექტივა საქართველოს. მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, რომლებიც წინ გველოდება. ამ გადაწყვეტილებას მოაქვს ევროპული მომავლის იმედი და ნდობა ამ ქვეყნების ხალხისთვის და დიდი პასუხისმგებლობა მათი ლიდერებისთვის. რუმინეთი მზადაა, გააგრძელოს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერა მათ ევროპულ გზაზე“, – წერს რუმინეთის პრეზიდენტი.