კლარა დობრევი - ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობასა და ოპოზიციას ჰქონდეთ პასუხისმგებლობა, ესაუბრონ ერთმანეთს, პოლიტიკური არეულობა ყველგან არის, შეხედეთ დიდ ბრიტანეთს
საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ჩვენ, ევროპარლამენტი პასუხისმგებელი ვართ სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებზე და განსაკუთრებით საქართველოზე, რომ მას ჰქონდეს მშვიდობიანი და კარგი დემოკრატია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, კლარა დობრევმა განაცხადა.
როგორც კლარა დობრევმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მთავრობასა და ოპოზიციას ჰქონდეთ პასუხისმგებლობა, ესაუბრონ ერთმანეთს.
„პოლიტიკური არეულობა ყველგან არის. შეხედეთ დიდ ბრიტანეთს. იქ დიდი პოლიტიკური სკანდალებია, ასევე სხვა ქვეყნებშიც. კომუნიკაციის გარეშე ქორწინება ინგრევა, ქვეყანა კი არა. კომუნიკაცია და ერთმანეთთან საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ჰქონდეთ კომუნიკაცია. ვფიქრობ, ეს იქნება ევროპარლამენტის პოზიციაც. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, ვინ იყო კარგი ან ცუდი ბიჭი. ყოველთვის მომავლისკენ ვიყურები. ასეთი სიტუაციაა ახლა. როგორ ვაპირებთ ამის გადაჭრას – ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც ყველა კონფლიქტი უნდა მოგვარდეს. ევროპარლამენტს დახმარება შეუძლია შუამავლობით და მაგიდასთან დაჯდომით, როცა მოლაპარაკება იქნება. დამიჯერეთ, მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, სადაც კონფლიქტები იმაზე დიდია, ვიდრე საქართველოში და როგორღაც ისინი ამ პრობლემებს ჭრიან“, – განაცხადა კლარა დობრევმა.