გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები, ძლიერი თოვა, ზოგგან ნისლი და ქარბუქი.
სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს