კითხვის სწავლების დაბალანსებულ მეთოდთან დაკავშირებით განათლების სპეციალისტთა საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრა გამართა 
კითხვის სწავლების დაბალანსებულ მეთოდთან დაკავშირებით განათლების სპეციალისტთა საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრა გამართა 

განათლების სპეციალისტთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბავშვებისთვის კითხვის სწავლების მეთოდში ცვლილებებია საჭირო.

დაწყებით საფეხურზე კითხვისა და წერის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით ჯგუფმა დღეს შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რატომ არის საჭირო კითხვის სწავლების პროცესში ცვლილებების შეტანა და რამდენად სასარგებლო იქნება ეს მომავალი თაობებისთვის.

ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანია იმ პედაგოგიური კონცეფციის მარტივად და გასაგებად წარდგენა, რომელიც კითხვის სწავლების ახალ მეთოდს უდევს საფუძვლად. საუბარია კითხვის სწავლების დაბალანსებულ, ტექსტების საშუალებით სწავლების მეთოდზე. მათი თქმით, საპილოტე რეჟიმში აღნიშნული მეთოდით კითხვა საქართველოს 600 საჯარო სკოლაში ისწავლებოდა.

პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული მეთოდი ბავშვებს წერა-კითხვის შესწავლას გაუმარტივებს და სასურველია, ყველა სკოლაში დაინერგოს.