კიტ კელოგი დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს ეხმაურება - თანაგრძნობა ლიდერობის მთავარი შემადგენელი ნაწილია
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„კარგია. ეს არის კლასიკური დონალდ ტრამპი. ყოველთვის მზადაა თანაგრძნობისთვის“, – წერს კელოგი სოციალურ ქსელში.
გენერალმა კიტ კელოგმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის სამძიმრის წერილისთვის ტეხასში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით.
„ორივე პრეზიდენტი აცნობიერებს ახალგაზრდების დანაკარგის ტკივილს მშვიდობიან დროსა და ომის პირობებში. თანაგრძნობა არის ლიდერობის მთავარი შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი.