კიშინიოვში რუმინეთისა და მოლდოვის პარლამენტების პირველი ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს
კიშინიოვში რუმინეთისა და მოლდოვის პარლამენტების პირველი ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.
მოლდოვური მედიის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობენ მოლდოვის ყველა პარტია, გარდა ოპოზიციური კომუნისტების და სოციალისტების ბლოკისა, რომელმაც შეხვედრას არაკონსტიტუციური უწოდა.
ერთობლივ საპარლამენტო სესიას ასევე ესწრებიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. რუმინეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებიან ორივე პალატის ხელმძღვანელები – მარჩელ ჩოლაკუ და ფლორინ კიცუ, ასევე საპარლამენტო ჯგუფების, სენატისა და დეპუტატთა პალატის კომისიების ხელმძღვანელები.
პარლამენტების სხდომა არის „სფატულ ცერიის“ გამეორება – ორგანო, რომელიც არსებობდა 1917-1918 წლებში და შემდეგ გამოაცხადა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანება. 2016 წელს მოლდოვამ უმასპინძლა „სფატულ ცერიია 2“-ს კონგრესს, რომლის შედეგადაც მიიღეს დეკლარაცია მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ და გაერთიანების „საგზაო რუკა“. დოკუმენტებში მითითებულია ორი ქვეყნის გაერთიანების სასურველი თარიღი – 2018 წელი და ამისთვის აუცილებელი ქმედებები: ტერიტორიული რეფორმა, პოლიციის, მთავრობის გაერთიანება, მოლდოვის ევროზე გადასვლა.