კიშინიოვში მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების მომხრეთა ხალხმრავალი აქცია გაიმართა
კიშინიოვში მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების მომხრეთა ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომელშიც 10 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყო რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუც.
„მოვუწოდებთ მოლდოველ და რუმინელ პარლამენტარებს, გაერთიანებას დაუჭირონ მხარი“, – ამ სიტყვებით მიმართა ბასესკუმ კიშინიოვში შეკრებილებს.
აქციაზე ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლას. დააკავეს 21 ადამიანი, რომელთაც თან ცივი იარაღი აღმოაჩნდათ. მათ დემონსტრაციის ჩაშლა სურდათ.
აქციასთან დაკავშირებით რუმინეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.