კიშინიოვში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, დაკავებულია 27 ადამიანი
კიშინიოვში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, დაკავებულია 27 ადამიანი

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო „მოძრაობა ხალხისთვის“, რომელშიც გაერთიანებული არიან აქტივისტები და პოლიტიკოსები პარტია „შორიდან“.

მიტინგის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. დემონსტრაციის მონაწილეებს კიშინიოვში ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილი დროებით გადაკეტილი ჰქონდათ.

პოლიციის ცნობით, დაკავებულია 27 ადამიანი, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში დოკუმენტების შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. ამასთან, როგორც მედია წერს, დაკავებულების ნაწილს აალებადი ნივთიერებები აღმოაჩნდა, რომელთა საშუალებითაც ისინი სხვადასხვა ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდებას აპირებდნენ.

აქცია პარტია „შორის“ წევრი დეპუტატის, მარინა ტაუბერის გარეშე გაიმართა. ტაუბერი პირველ მაისს კიშინიოვის აეროპორტში ისრაელში გამგზავრებამდე დააკავეს და შინაპატიმრობაში იმყოფება, სადაც ის 20 დღე დარჩება.